საწვავი გაძვირების ტენდენციას ინარჩუნებს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ბოლო ერთ თვეში ბენზინი საშუალოდ 20 თეთრით გაძვირდა. ბენზინგასამართ სადგურებში საწვავის ჩასასხმელად მისულ მძღოლებს ტაბლოზე ყოველდღიურად მომატებული ფასი ხვდებათ.
საწვავის უდიდესი წილი, თითქმის 90 პროცენტი, საქართველოში ისევ რუსეთიდან შემოდის. ოკუპანტ ქვეყანაში კი ბოლო პერიოდში საწვავის წარმოება მკვეთრად შემცირდა რამაც ფასის ზრდა განაპირობა.