კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო 5 კომპანია დააჯარიმა

გამოქვეყნდა:

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტოს განცხადებით, საავტომობილო საწვავის ბაზრის მოკვლევა დაასრულეს და 5 კომპანია საწვავზე მაღალი ფასის შენარჩუნების გამო დააჯარიმეს. 

მოკვლევა 2022 წლის 16 აგვისტოს, პრემიერმინისტრის რეკომენდაციის და სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. საკითხი ეხება - 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

"კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა - შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს ,,სან პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს ,,რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია - ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. ასევე, ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა", - აცხადებს სააგენტო.

სააგენტოს ცნობითვე, დღეისთვის ვითარება ნავთობპროდუქტების ბაზარზე ნორმალიზებულია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი