კომპანიები "სოკარი" და "ვისოლი" კონკურენციის სააგენტოს უჩივიან. მიზეზი 4 მილიონ ლარამდე ჯარიმა და სკანდალური დასკვნაა, რის მიხედვითაც უწყება ამტკიცებს, რომ მსხვილი ნავთობკომპანიების მიზანი ბაზარზე კონკურენციის შეზღუდვა იყო. ა
მ დასკვნას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ნავთობიმპორტიორთა ასოციაციაშიც. ორგანიზაცია, რომელიც დაჯარიმებული კომპანიების ინტერესებს იცავს, გამოქვეყნებულ კვლევას უნდობლობას უცხადებს და საკითხის შესწავლას თავად აპირებს.