2023 წლის პირველ 7 თვეში მშენებლობების ნებართვების გაცემა წლიურად 76.8%-ით გაიზარდა

გამოქვეყნდა:

2023 წლის პირველ 7 თვეში მშენებლობების ნებართვების გაცემა წლიურად 76.8%-ით გაიზარდა. Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების მიმოხილვის მიხედვით, ყველაზე მეტი სამშენებლო ნებართვა გაცემულია საბურთალოზე, შემდეგ დიდ დიღომსა და ისანში.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 7 თვეში ისნის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში გაცემული სამშენებლო ნებართვების მნიშვნელოვანი მატებაა. გაცემული ნებართვების მატება შესაბამისობაშია 2020 წლიდან არსებულ ზრდის ტენდენციასთან.

მიმოხილვის მიხედვით, თუ მშენებლობის ეს ტრაექტორია შენარჩუნდება, მოსალოდნელია უძრავი ქონების ფასებსა და იჯარის განაკვეთებზე დაღმავალი ზეწოლა საშუალოვადიან პერიოდში, რაც გამოწვეული იქნება ბაზარზე ჭარბი მიწოდებით. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი