შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა

გამოქვეყნდა:

შოვში, სტიქიის დროს დაკარგული ზაზა მესხის უფროსი შვილის გარდაცვალება დადასტურდა. ინფორმაციას დედა, ცინტა დეპონი, სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ ცხედარი დნმ-ის ანალიზის საფუძველზე ამოიცნეს.

"დნმ-ანალიზით დადასტურდა ჩემი და ზაზა მესხის შვილის ცხედარი. ტანსაცმლის, სიმაღლის და კბილების მიხედვით პოლიციასთან ერთად დავასკვენით, რომ ეს უნდა იყოს ჩემი ორი დაკარგული ბიჭებისგან უფროსი.

მშვიდობით განისვენოს. და მინდა გავიმეორო ჩემთვის მნიშვნელოვანი თხოვნა: გთხოვთ, არ გააზიაროთ ბავშვების სახელები სოციალურ ქსელებში", - წერს დედა.

ცნობილია, რომ ზაზა მესხი შოვში ოჯახთან ერთად ისვენებდა. მისი მეუღლის,  ალინა პოლიკოვსკას ცხედარი მაშველებმა 5 აგვისტოს იპოვეს. ამ დრომდე ეძებენ ზაზა მესხს, მის არასრულწლოვან შვილსა და ალინა პოლიკოვსკას არასრულწლოვან შვილს.

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 27 ადამიანი ემსხვერპლა. ეძებენ მინიმუმ 6 ადამიანს. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი