"მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება" - ბოლო ცნობები შოვიდან

გამოქვეყნდა:

რაჭაში, სტიქიური უბედურების ზონაში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ამ ეტაპზე შოვში 27 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. 6 პირს ამ დრომდე ეძებენ. სამაშველო ჯგუფი მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში მუშაობენ. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, ასევე, ცოცხალი ძალა და კინოლოგები. 

რაჭის გუბერნატორი პაპუნა მარგველიძე ამბობს, რომ დამეწყრილ ტერიტორიაზე დარჩენილია მიწის მცირე ფართობი, სადაც სამუშაოები გრძელდება. მისი თქმით, გაზრდილია პერიმეტრიც.

ამას გარდა, მარგველიძე აღნიშნავს, რომ სამაშველო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე დაკარგულების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება.

"ამ დროის მდგომარეობით, 27 მოქალაქის ცხედარი არის ამოსვენებული. მიმდინარეობს 6 დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში, როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე კურორტ შოვის ტერიტორიაზე, მდინარე ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში, სადაც მძიმე ტექნიკის საშუალებით მიმდინარეობს კალაპოტის ფორმირება და არსებული კუნძულების დამუშავება.

პერიმეტრი არის გაზრდილი. სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება მანამ, სანამ მცირედი თეორიული შანსიც კი იქნება ჩვენი დაკარგული მოქალაქეების პოვნის.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე არ შეფერხებულა საძიებო სამუშაოები. დარჩენილია კიდევ მიწის მცირე ფართობი დამეწყრილ ტერიტორიაზე, სადაც გრძელდება სამუშაოები. მიწის მასისგან გასუფთავება მიმდინარეობს და პარალელურად კინოლოგები მუშაობენ, სადაც ხდება სამძებრო სამუშაოები," -  თქვა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, რომ რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი