ქუთაისში, ბალახვანში, სასტუმრო "ქუთაისი ინნ"-ის სასტუმროსთან, კედრის ხეების გაჩეხვის შემდეგ, ტერიტორია გასაყიდად სახელმწიფომ აუქციონზე გაიტანა.
"მთავარი არხის" იმერეთის კორესპონდენტმა მოიძია დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ სახელმწიფომ მას შემდეგ რაც ხეები გაჩეხა, 190 კვ.მ ტერიტორიას 75 000 ლარად ყიდის.
"მთავარის" ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიის შეძენა სასტუმრო "ქუთაისი ინნ"-ს სურს.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ევროპა ჩვენი სახლია” წარმომადგენლები გუშინ, 19 აგვისტოს, ხეების გაჩეხვას აპროტესტებდნენ. მესამე სექტორის წარმომადგენლები მწვანე მონაკვეთის განადგურებას ვანდალიზმად მიიჩნევენ და პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ. ასევე, ამბობენ, რომ გაჩეხის შემდეგ, ეროზიის რისკების გათვალისწინებით, ფერდის მდგრადობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას