დეპორტაციის გაზრდილი მაჩვენებელი გერმანიიდან. გერმანიის მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში გერმანიიდან დეპორტირებულია 7 861 ადამიანი, რაც 27%-ით აჭარბებს წინა წლის მონაცემებს. მათგან ყველაზე ხშირად დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები არიან. გერმანიის ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მყოფი თითქმის 280 000 ადამიანი დეპორტაციას ექვემდებარება.
იანვრიდან - ივნისის ჩათვლით, გერმანიაში დარჩენის უფლება არ მისცეს 705 ქართველს. ეს არის გერმანიის შსს-ს ოფიციალური მონაცემები. მოუხედავად იმისა, რომ საქართველო გერმანიას არ ჰყავს არაუსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანილი, იქ არალეგალურად ჩასული ქართველების დიდ ნაწილს, რომლებიც გაჭირვების გამო ცდილობენ სამსახური იშოვონ, უკან აბრუნებენ. ემიგრანტები გვეუბნებიან, რომ გერმანიაში ჩასულ საქართველოს მოქალაქეებს უმძიმეს პირობებში უწევთ იქ ცხოვრება, მუშაობა და არსებობა.
იხილეთ ასევე: