2023 წელს გერმანიიდან ყველაზე მეტი ადამიანის დეპორტაცია საქართველოში, ჩრ. მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში განხორციელდა

გამოქვეყნდა:

Deutsche Welle-ს ცნობით, გერმანიიდან დეპორტირებული მიგრანტების რიცხვი მკვეთრად იზრდება - 2023 წლის პირველ ნახევარში დაახლოებით მეოთხედით გაიზარდა თავშესაფრის იმ მაძიებელთა დეპორტაციის მაჩვენებელი, რომელთა განაცხადი არ დაკმაყოფილდა.

კერძოდ, იანვარი-ივნისი პერიოდში ქვეყნის დატოვება 7 861 ადამიანს მოსთხოვეს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 27%-ით მეტია. დეპორტირებულთა შორის 1 664 ქალია და 1 375 კი ბავშვი.

როგორც გამოცემა წერს, მიგრანტების უმეტესობა დააბრუნეს საქართველოში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, ალბანეთში, მოლდოვასა და სერბეთში.

გერმანიის შსს-ს თქმით, გაზრდილია იმ მიგრანტთა რაოდენობაც, რომლებმაც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი