საქართველოს სარაგბო კლუბები აცხადებენ, რომ მძიმე ფინანსური პრობელემბის წინაშე არიან და სახელმწიფოს დახმარება სჭირდებათ. კლუბების წარმომადგენლები ამბობენ, რომ მოქმედი 32 სარაგბო კლუბიდან კრიზისის წინაშე 31 მათგანი იმყოფება. მათი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, განათლების სამინისტრომ საკუთარ თავზე აიღო რთული ფინანსური მდგომარეობის მოგვარება, თუმცა ამ დრომდე არცერთი პრობლემა არ მოგვარებულა.
სარაგბო კლუბის წარმომადგენლებს ორი მოთხოვნა აქვთ:
გვინდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეტის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია, ვიდრე დღეს არის საჭირო. ამ ყველაფერმა შეიძლება საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება, სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადეობაში, - საინიციატივო ჯგუფის წევრმა, რამაზ ხარაზიშვილმა.
საინიციატივო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ თუ სახელმწიფოს არ სურს რაგბი ჩამოიშალოს, მათ უნდა დაეხმარონ. ხარაზაშვილის თქმით, თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში ვარჯიში არ განახლდება და 26 სეტემბრამდე არ იქნება საქართველოს ჩემპიონატი, ეროვნული ნაკრები სავარაუდოდ, შოტლანდიასთან თამაშს ვერ შეძლებს.