ავტოდილერები გადასახადების შემცირებას ითხოვენ - "ენმ"-ს 4 პუნქტიანი გეგმა

გამოქვეყნდა:

ავტოდილერებისთვის ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს შექმნის მიზნით ნაციონალური მოძრაობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და მეზობელ ქვეყნებთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს. დავით კირკიტაძემ ავტოდილერებთან შეხვედრაზე დღეს 4 პუნქტიანი გეგმა წარმოადგინა და განმარტა, რომ ამ სეგმენტში მონოპოლიური მმართველობა უნდა დასრულდეს.

ავტოდილერები ავტოიმპორტიორებისთვის დაკისრებული გადასახადების შემცირებას მოითხოვენ.

კირკიტაძე ამბობს, რომ  უახლოეს სამ თვეში რამდენიმე პლატფორმა შეიქმნება სადაც მათ ბევრად უფრო ხელსაყრელი გარემო ექნებათ საქმიანობისთვის.

„ჩვენ გავაადვილებთ წვდომას ფინანსურ რესურსზე. ავტოდილერებს  სახელმწფო დაუდგება გარანტად, რათა სახელმწიფო ინსტიტუტებიდან და ბანკებიდან ნაკლებ პროცენტად აიღონ სესხები ბიზნესის განვითარებისთვის. ასევე, არ დავუშვებთ ამ ბიზნესში მონოპოლიას და აუცილებლად უნდა შემცირდეს გადასახადები“ - ამბობს კირკიტაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი