"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებისგან თხილის ბიზნესიდან დაზარალებული გლეხების კომპენსაციას ითხოვს.ამის შესახებ განცხადება დღეს ოზურგეთში ადგილობრივმა ლიდერებმა გააკეთეს.

ისინი  ხელისუფლებისაგან სახელმწიფო პროგრამის შემუშავებას მოითხოვენ, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო  გლეხებისთვის სტიქიის შემთხვევაში მოსავლის კომპენსაციას უზრუნველყოფს. მათი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში თხილის დაბალი ფასების გამო გურიაში კრიზისი გარდაუვალი იქნება.

დაზარალებული გლეხები, რომლებიც თხილის ფასს აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ დაბალი ფასი ხელისუფლების მხრიდან არის განპირობებული და სწორედ ისინი ნახულობენ ამით სარგებელს. ასევე მათი თქმით თხილის ფასი 2016 წელს 12-15 ლარი იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილი კორუფციულ ფასს უწოდებდა. 2023 წელს კი თხილის ფასი თავის მინიმუმზეა ჩამოსული. 

''წილში ჩაუსხდნენ მაღალჩინოსნები და ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს. ამ სისხლის ფასად მოპოვებულ მოსავალს, ფაქტობრივად წყალში უყრიან. თეთრებად აბარებინებენ. ანუ მინიმალურ ფასზე დაეცა, ფაქტობრივად რაც ბოლო წლებში ყოფილა, 2 ლარზე ჩამოვიდა თხილი. ექსპორტზე თავად გააქვთ, თავად ყიდიან უფრო მაღალ ფასად. იღებენ მოგებას და დამატებით მდიდრდებიან ამ მშრომელი ადამიანების ხარჯზე. გურიაში სადაც ცეცხლის ფასი უკიდია ყველა პროდუქტს, ყველაზე დაბალი ფასი აქვს თხილს',' - აცხადებს აქციის მონაწილე. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი