"სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იქ მანქანამ არ გაიარა" - რას ამბობენ თვითმხილველები ონში მიწის მასის ჩამოშლაზე

გამოქვეყნდა:

ონი-საჩხერეს საავტომობილო გზის კვეთაზე, სადაც გუშინ, 26 აგვისტოს მიწის მასა ჩამოიშალა, მოძრაობა ნაწილობრივ შეზღუდულია. გადაადგილება მარეგულირებლების დახმარებით მიმდინარეობს.

თვითმხილველები "მთავარ არხთან" მომხდარის შესახებ საუბრობენ და ჰყვებიან, რომ ნგრევამდე რამდენიმე წუთით ადრე გზაზე ავტომობილები გადაადგილდებოდნენ. ასევე, მიმდინარეობდა სამუშაოები.

"ზუსტად მოპირდაპირე მხარეს, სადაც გზა არის მდინარე ხეორი ჩამოედინება. უბრალოდ ბავშვები ვიყავით საბანაოზე ჩვენთვის და პატარა ნაფხვენები მოდიოდა და დავძაბეთ, რადგან ეს არ არის ერთი დღის მომხდარი ამბავი. ერთი კვირით ადრეც იქ იყო ბზარები გაჩენილი და რა თქმა უნდა, ისედაც მიხვდება ადამიანი, რომ ძირს რომ უთხრი ჩამოინგრევა ხომ. მანქანები მოძრაობენ და ვიდეოში ვიძახით კიდეც, რომ გააჩერონ მოძრაობა და მიიღონ უსაფრთხოების ნორმები, რადგან აშკარად ინგრევა და უნდა ჩამოინგრეს. სასწაულებრივად გადავრჩით, რომ იმ მომენტში იქ მანქანამ არ გაიარა. მაინც და მაინც ისეთი რაღაც უნდა მოხდეს, რომ ადამიანი დაიღუპოს რომ ხმა ამოვიღოთ, რახან არაფერი მოხდა, ეს ამბავი არ უნდა ჩაიფარცხოს ნამდვილად, - თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა.

საპირისპიროს ამტკიცებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. უწყების თავმჯდომარე დღეს ადგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, სამუშაოების გამო ადგილზე მოძრაობა გარკვეულწილად შეზღუდული იყო.

"სამუშაოების პროცესში მოხდა გარკვეულად მიწის მასის ჩაშლა. 180-მეტრიანი კედელი კეთდება, 140 მეტრი უკვე გაკეთებულია და დაახლოებით 40-მეტრიან სექციაზე მიმდინარეობდა სამუშაოები. მოხდა მიწის მასის ჩაშლა. ჩვენ თავშივე სამშენებლო პროცესში  გვქონდა აღნიშნული მონაკვეთი გარკვეულწილად გადაწეული ბუფერი, რათა დაზღვეული ყოფილიყო მსგავსი ინციდენტი. არავინ დაშავებულა შემთხვევის შედეგად და აღნიშნული სამუშაოები გაგრძელდება", - თქვა გიორგი წერეთელმა.

ამავე თემაზე:

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი