"მტკიცე სული 2023" დასრულდა - დახურვის ცერემონიას ოფიციალური პირებიდან მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დაესწრო

გამოქვეყნდა:

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება - "მტკიცე სული 2023" დასრულდა. სამხედრო სწავლებას საქართველომ მეთერთმეტედ უმასპინძლა და მასში ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცები მონაწილეობდნენ. 

რამდენიმე დღის წინ, როცა წვრთნები დაიწყო "მთავარი არხი" ყვებოდა, რომ ხელისუფლებამ მიზანმიმართულად სცადა ამ სწავლების მნიშვნელობის დაკნინება და გახსნის ღონისძიებას არცერთი ოფიციალურო პირი არ დაესწრო.

მაშინ მმართველმა გუნდმა ეს იმით ახსნა, რომ დახურვის პომპეზურ ცერემონიას მოაწყობდა, თუმცა დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დახურვის ოფიციალურ ცერემონიას ოფიციალური პირებიდან მხოლოდ თავდაცვის მინისტრი დაესწრო. 

შეგახსენებთ,  მრავალეროვანი სწავლების მიზანი საქართველოს თავდაცვის ძალების კვალიფიკაციის ამაღლებაა და ქართველი სამხედროებისთვის პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაზიარებაა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი