რატომ დამალა თავდაცვის უწყებამ ინფორმაცია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამხედრო წვრთნის შესახებ. სამხედრო წვრთნა სახელწოდებით "მტკიცე სული" ყოველწლიურად აშშ-ის ეგიდით ტარდება და მასში NATO-სა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები იღებენ მონაწილეობას.
წელს წვრთვნების დაწყების შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებული იყო. ბურჭულაძის უწყებამ ის მხოლოდ მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც საკითხით "მთავარი არხი" დაინტერესდა. გახსნის ცერემონიას არ ესწრებოდა არც თავდაცვის მინისტრი და არც ოფიციალური პირები ხელისუფლებიდან.