
სტიქია კახეთში - რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში სეტყვისა და ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან. ყურძნის მოსავალი ახმეტაში, თელავში, გურჯაანისა და სიღნაღის სოფლებში განადგურებულია, საცხოვრებელი სახლები კი დაზიანებული. ასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლების დახმარების მოლოდინშია.
''100%-ით განადგურებულია ყველაფერი. ხედავთ კადრშიც, როგორ არის წაქცეული სარები, ვენახები. სულ გაანადგურა ყველაფერი, დაბლა ყრია. ეს ბაღები გაანადგურა, სახლებიც. სახურავებიც გადახადა, ყველაფერი გაანადგურა. ჩვენ სოფელში და გვერდზე სოფლებში რთველი დასრულდა, რადგან აღარ არის ვენახები,'' - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
ადგილობრივები ასევე აღნიშნავენ, რომ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარმა არაეფექტურად იმუშავა, რის შედეგადაც განადგურდა ხეხილის ბაღები, საზამთროსა და ნესვის მოსავალი, რომელიც მოსახლეობის უმეტესობას დაზღვეული არ ჰქონდა.
ავტორი: ია გულიაშვილი
ასევე ნახეთ: