გორი მუნიციპალიტეტში მსხვილფეხა საქონელი მასობრივად იხოცება - სოფელ ხიდისთავში 20-მდე ძროხა ერთდროულად მოკვდა.
ადგილობრივებისთვის საქონელი ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო. მათი თქმით, საქონელი მოწამლეს. ისინი სოფელში სპეციალისტების ჩასვლას და ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვენ.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
საქართველოში ეს არ არის მსხვილფეხა საქონლის მასობრივად დახოცვის პირველი შემთხვევა. 2020 წლის 30 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კოღოთოში, საძოვარზე ექვსი სული პირუტყვი ერთ დღეს დაიხოცა.