ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი 7 დღით დააკავეს

გამოქვეყნდა:

ბელარუსის ნაკრების ფეხბურთელი, ანტონ სოროკა 7 დღით დააკავეს - ოჯახმა ეს მაშინ აღმოაჩინა, როცა მასთან დაკავშირება ვერ მოახერხეს. გაირკვა, რომ ბელარუსის ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ ბორისოვის ბატეს 28 წლის ფეხბურთელს პატიმრობა 11 აგვისტოს მიუსაჯეს. მიზეზი ბელარუსში მიმდინარე პროტესტის სოლიდარობაა. 

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ეხმაურებიან სხვა ბელარუსი სპორტსმენებიც. ქუჩებში ადამიანებზე ძალადობა დაგმეს ბელარუსის საფეხბურთო ნაკრების სხვა ფეხბურთელებმაც, ნიკოლაი სიგნევიჩმა და დენის შერბიცკიმ, ჩოგბურთელმა, მსოფლიოს მეთერთმეტე ჩოგანმა არინა საბალენკომ, ოთხგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ბიატლონში დარია დომრაჩევამ და სხვებმა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში მასშტაბური გამოსვლები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მოჰყვა, რომელშიც ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ მეექვსედ გაიმარჯვა და ხმათა 80% მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი