საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი ერთ თვეში 1,490 მილიარდი ლარით გაიზარდა.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2020 წლის ივლისში მთლიანი ვალის მოცულობამ 20 257 138 000 ლარი შეადგინა (6 594 335 000 დოლარი), ივნისში კი ეს მაჩვენებელი 18 766 661 000 ლარი იყო. აქედან მთავრობის საგარეო ვალი 19 475 792 000 ლარია, ეროვნული ბანკის კი 781 346 000 ლარი, რაც საგარეო ვალის რეკორდული მაჩვენებელია.
ეკონომისტები ამბობენ, რომ მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა არასწორია, რადგან ხელისუფლება ვალს მხოლოდ სოციალური დახმარებებისთვის იღებს და არა ინვესტიციებისთვის. მათივე თქმით, თითქმის ასეთი მაჩვენებელი იყო კორონაპანდემიამდეც და ახლა, ყველაფრის პანდემიისთვის გადაბრალება არ გამოვა
ჩვენ ახლოს ვართ 60%-იან მიჯნასთან, რომელის განსაზღვრულია ეკონომიკური თავისუფლების აქტში და არის ერთგვარი ზღვარი, რომლის იქითაც არ უნდა გადავიდეთ" ამბობს გიორგი კეპულაძე.
მომავალ თაობის კისერზე გადაგვაქვს ჩვენი დღევანდელი ხარჯები, ეს ამორალურიც არის და არის სიმპტომი, რომელიც აჩვენებს ეკონომიკაში სერიოზულ დაავადებას - ამბობს გიგა ბედინეიშვილი
ეკონომისტები ამბობენ, რომ ქვეყანა საგარეო ვალის აღების 60%-იან მიჯნასთან ახლოს არის და ეს ყველაფერი საკრედიტო რეიტინგების შემცირებას გამოიწვევს