ბათუმში პლაჟის ფეხბურთი აღარ არსებობს - საკრებულომ გუნდს დაფინანსება შეუწყვიტა

გამოქვეყნდა:

ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის გუნდი აღარ არსებობს. ბათუმის საკრებულომ საპლაჟო ფეხბურთს დაფინანსება შეუწყვიტა და მწვრთნელები და ფეხბურთელები უმუშევარი დატოვა.

საზოგადოებრივი მოძრაობის “ შენთან ერთად” დამფუძნებლები აცხადებენ რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობის უპასუხისმგებლობის შედეგია. საზოგადოების თავმჯდომარის კახა მიქელაძის თქმით, ბათუმში საპლაჟო ფეხბურთის გაუქმებამ ქვეყანას დაახლოებით წელიწადში 10 ათასამდე ტურისტის მასპინძლობის საშუალება წაართვა, ასევე უმუშევრად და უპერსპექტივოდ დატოვა წარმატებული კლუბის მწვრთნელები და ფეხბურთელები.

საპლაჟო ფეხბურთისა და ფუტსალის ცენტრის დირექტორმა ბესიკ თედორაძემ თანამდებობა დატოვა და მოძრაობასთან ერთად, კლუბის აღდგენისათვის ბრძოლას განაგრძობს.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი