ბარსელონა ბაიერნთან 8:2 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა

გამოქვეყნდა:

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ შეხვედრაზე ესპანური კლუბი "ბარსელონა" მიუნხენის "ბაიერნმა 8:2 დაამარცხა. "ბარსელონა", რომელიც ლიგის ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა თამაშს გამოეთიშა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ "ბაიერნის" ფეხბურთელი, თომას მიულერი დასახელდა. თამაშის დროს გოლის გატანა კი შემდეგმა ფეხბურთელებმა შეძლეს:

  • დევიდ ალაბა - "ბაიერნი" (ავტოგოლი)
  • ლუის სუარესი - "ბარსელონა";
  • ტომას მიულერი - "ბაიერნი";
  • ივან პერიჩიჩი - "ბაიერნი";
  • სერჟ გნაბრი - "ბაიერნი";
  • ჯოშუა კიმმიჩი - "ბაიერნი";
  • რობერტ ლევანდოვსკი - "ბაიერნი";
  • ფილიპე კოუტინიო - "ბაიერნი".

აღსანიშნავია, რომ "ბაიერნმა" UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე 8 გოლი პირველად გაიტანა და ის ფინალში "მანჩესტერ სიტისა" ან "ლიონს" შეხვდება.

მსგავსი ანგარიშით წაგებამ კლუბის რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა:

  • ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც "ბარსელონამ" ევროპულ ლიგაზე 6-ზე მეტი გოლი გაუშვა;
  • პირველი შემთხვევა, როცა ჩემპიონთა ლიგის მატჩის პირველ ტაიმში 4 გოლი გაუტანეს;
  • UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მატჩში ყველაზე სწრაფი შემთხვევა, როცა გუნდს 4 გოლი გაუტანეს - "ბაიერნმა" მოხსნა საკუთარი ანტირეკორდი 36-ე წუთიდან, რომელიც 2014/15 წლის მეოთხედფინალში ჰქონდა.
  • თომას მილერმა უეფას ჩემპიონთა ლიგაში "ბარსელონას" წინააღმდეგ ექვსი გოლი გაიტანა - 6, ყველაზე მეტი, ვიდრე რომელიმე სხვა მოთამაშემ.

მეოთხედფინალების ბოლო შეხვედრა დღეს, 15 აგვისტოს "მანჩესტერ სიტისა" და "ლიონს" შორის შედგება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი