daxmareba.moh.gov.ge პირველივე დღეს არ მუშაობს- მშობლები 200-ლარიანი დახმარებებისთვის ვერ რეგისტრირდებიან

გამოქვეყნდა:

200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია ელექტრონულ პორტალზე - daxmareba.moh.gov.ge ტექნიკური ხარვეზის გამო შეფერხებით მიმდინარეობს

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხარვეზი პორტალზე ერთდროულად მომხმარებლების სიმრავლემ გამოიწვია.

სამინისტრო ბოდიშს იხდის და აცხადებს, რომ ტექნიკური პრობლემა უმოკლეს დროში აღმოიფხვრება.

შეგახსენებთ, რომ დახმარების მიმღებთა რეგისტრაცია 2020 წლის 1 დეკემბრამდე გრძელდება. აღნიშნული დახმარების მიღება შეუძლია 17 წლის ჩათვლით არასრულწლოვნებს. ამისთვის მშობლებმა სწორედ იმ გვერდზე უნდა გაიარონ რეგისტრაცია, რომელიც არ მუშაობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი