
17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაციის გავლა დღეიდან იწყება. მშობლებმა ავტორიზაცია სპეციალურ პორტალზე – daxmareba.moh.gov.ge უნდა გაიარონ.
პორტალზე უნდა განთავსდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
რეგისტრაციის ვადა პირველ დეკემბრამდეა, დახმარებები კი 1 სექტემბრიდან ჩაირიცხება
იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირი ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, ან დამატებითი ინფორმაციის მიღება სურს, ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 15 05 უნდა დარეკოს.
პრემიერმინისტრმა 200 ლარიანი დახმარებების შესახებ განცხადება 6 აგვისტოს, მთავრობის სხდომაზე გააკეთა.