
გურჯაანის სოფელ ვეჯინში წუხელ, გვიან ღამით, მკვლელობაში ბრალდებული კოლა გაბიტაშვილის საცხოვრებელი სახლი დაწვეს. განადგურებულია სახლის ორივე სართული, ტექნიკა, ავეჯი და სხვა ნივთები.
მეზობლები ყვებიან, რომ ცეცხლი გვიან ღამით შენიშნეს და შესაბამისი სამსახურები გამოიძახეს. მათივე თქმით, 4 სექტემბრიდან, მას შემდეგ რაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა, თანასოფლელი, 35 წლის ბექა ჯანიაშვილი მოკლა, ოჯახი სახლში აღარ გამოჩენილა.
უკავშირდება თუ არა მომხდარი ფაქტი სოფელში რამდენიმე დღის წინ მომხდარ მკვლელობას, რა დროსაც 85 წლის კოლა გაბიტაშვილმა სანადირო თოფით 35 წლის თანასოფლელი, ბექა ჯანიაშვილი, მოკლა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ავტორი: ია გულიაშვილი.