მეწყერი სოფელ ჭაქვინჯში - ევაკუირებულია ოჯახი

გამოქვეყნდა:

ძლიერმა წვიმამ და წყალმოვარდნებმა სოფელ ჭაქვინჯში ერთ-ერთი ოჯახის საკარმიდამო დაიმეწყრა. მეწყერი საცხოვრებელ სახლამდეა მისული. ტერიტორიიდან ოჯახის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მეწყერმა პრობლემა შეუქმნა უბანთან დამაკავშირებელ გზასაც. 

გარდა ამისა, პრობლემებია ქალაქ ზუგდიდშიც. ქუჩები დაიტბორა და საკანალიზაციო ჭებიდან ფეკალური მასა გადმოვიდა.  

დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულებიც. 

ზუგდიდში წყალსაწრეტები დაახლოებით 7  თვის წინ შეიცვალა, თუმცა მილები წყალს ვერ ატარებს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებში მილიონობით ლარი დაიხარჯა. 


ავტორი: ემა გოგოხია 

იხილეთ ასევე:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი