დოპინგ სკანდალი ძალოსნებში - ფედერაცია მიზანმიმართულ საბოტაჟზე საუბრობს, საქმე პროკურატურაშია

გამოქვეყნდა:

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ  არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაციის თაობაზე განცხადება გაავრცელა, განცხადებაში ნათქვამია რომ სინჯმა დადებითი პასუხი კახა ასანიძის სინჯზე ამოაგდო. 

ძალოსნობის ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი აქტიურად აკონტროლებენ თითოეული სპორტსმენს და ITA-ს და GADA-ს დასკვნები მათთვისაც შოკისმომგვრელია: 

"საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ ცოტა ხნის წინ მიიღო არასასურველი ანალიტიკური შედეგის შესახებ ინფორმაცია ITA -ს  (ტესტირების საერთაშირისო  სააგენტო)  მიერ ეროვნული ნაკრების წევრის კახი ასანიძის სინჯზე. 
აღსანიშნავია, რომ  ოსტარინის დოზა არის პიკტოგრამებში (მინიმალური).  მნიშვნელოვანია, რომ ანალოგიური  ნივთიერების დაფიქსირება მოხდა ITA  და GADA - ს  მიერ სპორტის სხვადასხვა სახეობის წარმომადგენლების, მათ შორის ჩვენი სპორტსმენების სინჯებშიც, რაც გვაძლევს საფუძვლიან ეჭვს მიზანმიმართული საბოტაჟის განხორციელებაზე, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სპორტსმენები აღნიშნულ პერიოდში არაერთხელ შემოწმდნენ ITA და GADA-ს მიერ და სინჯების პასუხი იყო უარყოფითი. 
ძალოსნობის ფედერაციამ უკვე გადადგა შესაბამისი ნაბიჯები,  დაუყოვნებელი რეაგირებით მიმართა საქართველოს სპორტის სამინისტროს, ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, პარლამენტის სპორტის კომიტეტსა და GADA-ს. სპორტის მმართველი ორგანოების მიერ საქმე გადაცემულია პროკურატურაში შემდგომი გამოძიებისათვის. 
სპორტსმენი კახი ასანიძე და საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია აწარმოებენ შესაბამის პროცედურებს და მჭიდროდ თანამშრომლობენ ყველა შესაბამის უწყებასთან. გარკვეულმა სამართლებრივმა პროცედურებმა შედეგი გამოიღო  CAS-ში საქმის წარმოების დაწყებაზე,  კახი ასანიძისათვის დროებითი სასჯელის (provisional suspension) სტატუსის გადახედვის თაობაზე.
ძალოსნობის ფედერაცია დარწმუნებულია თავისი სპორტსმენების უდანაშაულობაში.
გვესმის, რომ აღნიშნული საკითხისადმი საერთაშორისო ინტერესი დიდია,  თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმის დასრულებამდე და საბოლოო ვერდიქტამდე  დამატებითი კომენტარებისგან თავს ვიკავებთ.
ჩვენი ფედერაციის პოლიტიკა, წლების განლავლობაში არის სპორტში სისუფთავე და სამართლიანობა. სწორედ ამიტომ ამჟამადაც ვიბრძვით თამაშის წესების დაცვით " FAIR PLAY"  და გავაგრძელებთ იგივეს".- ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი