სვანეთში მოსახლეობა კარანტინის პირობებით უკმაყოფილოა და ხელისუფლებას აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

მესტიაში, მოსახლოება კარანტინის პირობებით უკმაყოფილოა და მთარობას ადანაშაულებს. ადგილობრივი სასტუმროს მფლობელები ამბობენ, რომ თავდაპირველად შეთანხმება სხვა თანხაზე მოხდა, ხელშეკრულებები კი განსხვავებული თანხით გადაიგზავნა.

ვისთანაც უშუალო კონტაქტი მქონდა, ერთად ვქეიფობდით, ერთად ვცხოვრობდით, ასე გამოდის, ისინი ჩვეულებრივად გავიდნენ, ჯანმრთელები არიან, ბედნიერად ცხოვრობენ და მე ვარ კარანტინში, დაავადებული. ტესტი არ ჩატარებიათ, კარანტინი არ იყო და გავიდნენ, - ამბობს კარანტინში მყოფი გიორგი ქავჟარაძე.

მისი თქმით, კონტაქტი ოჯახის წევრების გარდა არავისთვის ჰქონია, მესტიაში მოსახლეობა კი გარეთ თავისუფლად სეირნობს.

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ ზემო სვანეთის რეგიონი კარანტინისთვის მზად არ იყო. მისი თქმით, ერთი კვირის თავზეც კი რეგიონი ნორმალური პირობების შესაქმნელად მზად არაა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის, ნინო ვიბლიანის განცხადებით, ადგილზე სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და სტაბიულირა.

ადგილზე მუშაობენ ეპიდემიოლოგები, რომლებმაც მთელი მუნიციპალიტეტი მოიცვეს და ხდება სინჯების აღება. ყველა კარანტინში მოხვედრილ ადამიანს აქვს იდეალურად კარგი პირობები, როგორც კვების ისე საყოფაცხოვრებო, - თქვა ნინო ვიბლიანმა.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, მესტიაში, უშგულსა და ლენჯერში კარანტინი 10 აგვისტოს გამოცხადდა. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 17 შემთხვევა დადასტურდა.

მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია, ადგილზე მუშაობას მხოლოდ ბანკები, სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და კვების ის ობიექტები აგრძელებენ, რომლებსაც ღია სივრცე აქვთ. რეგიონში მობილიზებული არიან ეპიდემიოლოგების ჯგუფები, რომლებიც PCR ტესტირებას ჩაატარებენ.

მთავარი 08:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი