სოფელ ოძისის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული მოქალაქე კოლია კალაშნიკოვია | ის ოკუპირებული ცხინვალის იზოლატორში იმყოფება

გამოქვეყნდა:

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე - "მთავარმა" გაარკვია, რომ ტყვეობაში მყოფი კაცი 22 წლის კოლია კალაშნიკოვია. ის ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.  

ინციდენტი სოფელ ოძისთან გუშინ მოხდა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განცხადება გაავრცელა და გააქტიურა ევროკავშირის ცხელი ხაზი. 

კალაშნიკოვი ქარელის მუნიციპალიტეტიდანაა. ადგილობრივებმა მხოლოდ ის იციან, რომ კალაშნიკოვების ოჯახი რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში გაემგზავრა, თუმცა როგორ აღმოჩნდა კოლია კალაშნიკოვი სოფელ ოძისში, აგარელებისთვის უცნობია. 

"რუსი ოკუპანტები აგრძელებენ თავის აგრესიას, გრძელდება გატაცებები, გრძელდება ბორდერიზაცია, გრძელდება სანგრების გათხრის პროცესის საგუშაგოებზე, რომლებიც მდებარეობენ ოკუპაციის ხაზის გასწვრივ. ეს ყველაფერი ხდება იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ხელისუფლება აცხადებს პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთთან მიმართებაში," - ამბობს ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი, დავით ქაცარავა.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონოდ დაკავებული საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი