საწვავი ისევ გაძვირდა. ბოლო ერთ თვეში ბენზინზე ფასმა 25-დან 30 თეთრამდე მოიმატა. საწვავის ფასის ზრდას სავარდოდ მოჰყვება ფასების ზრდა პროდუქტებსა და მედიკამენტებზეც. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დეკემბრის ბოლომდე ფასები 10-12%-ით გაიზრდება.
საერთაშორისო ბაზარზე ამ დროისთვის საწვავის ფასია გაზრდილი. ეკონომისტები განმარტავენ, რომ საწვავის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია პროდუქტებსა და მედიკამენტებზე, რაც საბოლოოდ გაძვირდება.
"საწვავის გაძვირება ავტომატურად ნიშნავს ყველაფრის გაძვირებას. ჩვენ საერთოდ ვერაფერს ვერ ვაკონტროლებთ ნავთობის კუთხით, ჩვენ ვართ ნავთობის იმპორტიორი, საწვავის და რა ფასებიც იქნება საერთაშორისო ბაზარზე იმის მიხედვით მოგვიწევს გადახდა. შეამცირებს საუდის არაბეთი მოპოვებას, გაიზრდება ფასი, გაზრდის მოპოვებას შემცირდება" - ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი.
გარდა ამისა, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ფასი გაიზრდება. ამის პარალელურად კი მოქალაქეებმა 30 სექტემბერს მთავრობის კანცელარიასთან აქცია დააანონსეს. მათი მოთხოვნა ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გაკონტროლებაა, რომ კომპანიებმა მიმდინარე მოვლენების ფონზე მოგება არ ნახონ.