რუსეთი საქართველოს მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია - საქსტატის მონაცემები

გამოქვეყნდა:

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 14 005.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.8 პროცენტით მეტია.

აქედან ექსპორტი გაიზარდა 14.4 პროცენტით და 4 079.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი გაიზარდა 17.8 პროცენტით და 9 925.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2023 წლის იანვარაგვისტოში, 5 846.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.7 პროცენტია. 

2023 წლის იანვარ-აგვისტოში უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

  • აზერბაიჯანი - 567.8 მლნ. აშშ დოლარი;
  • სომხეთი - 552.3 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 461.4 მლნ. აშშ დოლარი.

ამავე პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნები იყვნენ:

  • თურქეთი - 1 644.7 მლნ. აშშ დოლარი;
  • რუსეთი - 1 225.5 მლნ. აშშ დოლარი;
  • აშშ - 1 190.1 მლნ. აშშ დოლარი.

საქსტატის ცნობით, ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (1 944.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (1 686.9 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 240.0 მლნ. აშშ დოლარი). 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი