ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას - "საქართველოს ბანკი"

გამოქვეყნდა:

საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ბანკმა მცირე კომენტარი "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა.

"ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

გუშინ, 19 სექტემბერს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, გამონაკლისი დაუშვა საქართველოს მოქალაქეებისთვის და სანქციათა რეჟიმების შესრულების წესი შეცვალა. გადაწყვეტილების შედეგად აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცა. იხილეთ: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი