დედა, რომელსაც შვილი სიღარიბის გამო წაართვეს, დღეს აქციას გამართავს

გამოქვეყნდა:

ნანა შარაშენიძე, რომელიც 4 თვეა, შვილის დაბრუნებას უშედეგოდ ითხოვს, დღეს აქციას გამართავს.

შარაშენიძის თქმით, მას შვილი, 3 წლის ნიკოლოზი, სოციალურმა მუშაკებმა უკანონოდ წაართვეს. დედა ირწმუნება, რომ შვილის გასაზრდელად აქვს შესაბამისი პირობები და შეუძლია მასზე სათანადოდ ზრუნვა.

ვითხოვ, რომ დამიბრუნონ ჩემი შვილი. უკვე 4 თვეა, რაც წაყვანილი ჰყავთ, თვალით არ მინახია, - ამბობს შარაშენიძე.

შეგახსენებთ, რომ ნანა შარაშენიძეს შვილი სოციალური სამსახურის დასკვნის საფუძველზე წაართვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვს 25 აგვისტოს ოფიციალურად გააშვლებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი