ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესიტიცია გასულ წელს გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა - საქსტატი

გამოქვეყნდა:

გასულ წელს საქართველოში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია გაერთიანებული სამეფოდან შემოვიდა. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემებით, 2019 წელს, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით, საქართველოში 1310.8 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა, აქედან 236.6 მილიონი კი გაერთიანებული სამეფოდან.

უმსხვილესი პირდაპირი ინვესტორების სიაში მეორე ადგილს 175.3 მილიონი აშშ დოლარით თურქეთი იკავებს, მესამე ადგილზე კი ირლანდიაა, 133.2 მილიონი აშშ დოლარით.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი