საქართველო მალე ახალი გამოწვევის პირისპირ აღმოჩნდება, ანუ ქვეყანა დადგება იმ მძიმე რეალობის წინაშე, რომელსაც ეკონომისტები დიდი ხანია პროგნოზირებენ. "ქართული ოცნების" დანაშაულებრივი პოლიტიკის დამსახურებით, საწვავის ფასი შესაძლოა უკიდურესად მაღალ ნიშნულამდე ავიდეს და გარდა ამისა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, საწვავის დეფიციტიც შეიქმნას. რუსეთმა ბენზინისა და დიზელის ექსპორტი შეაჩერა - საქართველოს ბაზარი კი 80%-ით სწორედ რუსულ საწვავზეა დამოკიდებული.