"სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს გეგმას, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს" | თსუ-ს განცხადება

გამოქვეყნდა:

"მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტია. სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს", - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განცხადებაშია საუბარი, სადაც წერია, რომ უნივერსიტეტში რექტორის ხელმძღვანელობით სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა და სწორედ ის განიხილავს ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 15 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ფინანსური დავალიანების გამო სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს დავალიანება გაუნულდებათ. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის გიორგი ამილახვარის ინიციატივით, სამინისტროსა და საქართველოში არსებულ ყველა სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რომლის შედეგად 30 000-ზე მეტ სტუდენტს დავალიანება გაუნულდებათ.

თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას ხელმძღვანელობით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების საკითხებს განიხილავს.

უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა სამუშაო ჯგუფმა, უკვე განსაზღვრა ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.

მიმდინარე სემესტრში თსუ-ში ფინანსური დავალიანების მქონე 3 327 სტუდენტია. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში წარმოადგენს კონკრეტულ გეგმას, როგორც სამართლებრივ, ისე ფინანსურ ჭრილში, რომელიც სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს აღუდგენს სტატუსს, რაც მათ საშუალებას მისცემს განაახლონ რეგისტრაციის პროცედურები და სრულად ჩაერთონ სასწავლო პროცესში“,-  წერს თსუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი