"ბარსელონას" არგენტინელ სუპერვარსკვლავს გუნდის დატოვება სურს. "ESPORTE INTERATIVO"-ს ჟურნალისტის, მარსელო ბეჰლერის თქმით, ლიონელ მესიმ გუნდს საკუთარი გადაწყვეტილება უკვე შეატყობინა.
მეტიც, ფეხბურთელი არ აპირებს დაელოდოს 2021 წლის ზაფხულს, როდესაც კონტრაქტი უმთავრდება. მას ამ ზაფხულშივე სურს გუნდის დატოვება. სპორტული გამოცემის თანახმად, მესი ვერ ხედავს "ბარსელონაში" სერიოზულ სამომავლო პროექტს.
მესის შესაძლო ახალ გუნდებს შორის "მანჩესტერ სიტი", მილანის "ინტერი" და "პარისენჟერმენი" სახელდება. აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტი მარსელო ბეჰლერი იყო პირველი, ვინც საფეხბურთო სამყაროს ნეიმარის გადასვლა ამცნო ფრანგულ "პარისენჟერმენში".