დღეიდან საქართველომ ევროკავშირიდან შემოყვანილი ავტომობილების რუსეთსა და ბელარუსში რეექსპორტი აკრძალა

გამოქვეყნდა:

დღეიდან ევროკავშირიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანების ნაწილის რუსეთში ექსპორტი და რეექსპორტი აიკრძალა. აკრძალვა ეხება მანქანებს, რომელთა ძრავის მოცულობა აღემატება 1900 კუბურ სანტიმეტრს. ასევე, ელექტრო და ჰიბრიდულ ავტომანქანებს.

​შესაბამისი განკარგულება დღეს შევიდა ძალაში, EU-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციების მე-11 პაკეტის ფარგლებში.

ცნობისთვის, 1-ელი აგვისტოდან, საქართველოს ტერიტორიიდან აიკრძალა აშშ-დან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტიც, რუსეთსა და ბელარუსში.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი