
თბილისის მერი, კახი კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა გუშინ, ბახტრიონის ქუჩისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილის დაზიანებას. მისი თქმით, დღეს მიმართეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზი.
მისივე თქმით, არის ვარაუდი, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები დაზიანდა, რამაც გზის ფუნდამენტი გამორეცხა.
"გუშინ, ბახტრიონისა და ფანასკერტელ-ციციშვილის ქუჩების გადაკვეთაზე, გზის სავალი ნაწილი დაზიანდა. უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზაზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდა. ამას მოჰყვა სწრაფი რეაგირება, პრევენციულად, რომ რაიმე პრობლემები არ შექმნილიყო, აღნიშნულ საკითხზე დღესვე მივმართეთ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რათა ჩატარდეს კვლევა და დადგინდეს დაზიანების გამომწვევი მიზეზები. ტერიტორიაზე გზის აღდგენისთვის ყველა საჭირო სამუშაო ხორციელდება, ტექნიკა მობილიზებულია. [...] ვარაუდია, მიწისქვეშა კომუნიკაციების დაზიანებაზე, რამაც გამორეცხა სავალი გზის ფუნდამენტი", - თქვა კალაძემ.
იხილეთ: