სუსტი ინსტიტუციები, გაზრდილი ფასები და გაუარესებული ეკონომიკური პარამეტრები - საქართველომ გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში 8 პოზიციით უკან გადაინაცვლა

გამოქვეყნდა:

სუსტი ინსტიტუციები, არაფორმალური მმართველობა, გაზრდილი ფასები და გაუარესებული ეკონომიკური პარამეტრები - ეს არის მიზეზები, რის გამოც საქართველო მსოფლიოსთვის სულ უფრო ნაკლებად საინტერესო ქვეყანა ხდება.

2018 წლის მონაცემებით საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში, მსოფლიოში 66-ზე ადგილზე იყო. 2019 წლის მონაცემებით კი, საქართველომ ერთბაშად 8 პოზიცია დაკარგა და ახლა 74 ადგილზეა.

პრობლემების მთავარ სათავედ ქვეყნის მთავარი ბანკირი, მამუკა ხაზარაძე პირადად ბიძინა ივანიშვილს ასახელებს.

დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა, ბიზნეს დავების გარჩევა შუშის სასახლეში, პრემიერ-მინისტრების დანიშვნა და გაშვება ბიძინა ივანიშვილის პირადი სიმპატიით, ეს არის არაფორმალური მმართველობის ყველაზე უფრო მანკიერი ფორმა, რომლის გამოსწორებასაც, ფადი ასლის ვარაუდით, წლები დასჭირდება.

ეკონომიკურ ინდექსში უკუსვლის მთავარ მიზეზებად ინსტიტუციების სისუსტეს ასახელებენ ეკონომისტებიც. კვლავაც მძიმეა ვითარება ინოვაციებისა და განათლების ხელმისაწვდომობის მხრივ.

საერთაშორისო ეკონომიკური შეფასებების გაუარესება 2016 წლიდან დაიწყო. ჯერ კიდევ 3 წლის წინ საქართველო პრესტიჟულ რეიტინგში 59 ადგილს იკავებდა, რითიც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრები გაეროს ტრიბუნასთანაც კი იწონებდნენ თავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი