"დაანონსებული კრიზისი არ შედგა" | თურნავა

გამოქვეყნდა:

"დაანონსებული კრიზისი არ შედგა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა BMGTV-ისთან საუბრობს. მისი თქმით, ეროვნულ ბანკში მიმდინარე მოვლენების მიზეზი ქვეყანაში არსებული პოლიტიზირებული და პოლარიზებული გარემოა.  

"ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუნდაც ტექნიკური ან სამართლებრივი საკითხებით ნაკარნახევი, აღქმულია პოლიტიზირებულად, ეს აღქმების გამო ხდება, აღქმების ამბავი იყო ისიც, რის გამოც ახლა ჩვენ ახსნა-განმარტებების მიცემა გვიწევს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის, მაგრამ მთავარი არის ის, რომ შინაარსობრივად ეს გადაწყვეტილება არის სწორი, გამართლებულია სამართლებრივად და სრულად ამის საპირისპიროს ემსახურება, რადაც მოინათლა. მისი რეალური მიზანი ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებების უკეთ აღსრულებაა", - ამბობს თურნავა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ნათია თურნავას გადაწყვეტილებით, სებ-მა საგამონაკლისო წესით სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგინა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კი ეროვნული ბანკის სამივე ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი