საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა. მას შემდეგ, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა, სამეურნეო საბჭოს გადაწყვეტილებით, ვაკანტურ პოზიციაზე დროებით მისი პირველი მოადგილე, თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოცხადდება.
შეგახსენებთ, რომ თანამდებობის დატოვების შესახებ ვასილ მაღლაფერიძემ განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. ერთ-ერთი ვერსიით, მისი გადაწყვეტილება, შესაძლოა, პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდებოდეს.