ყველანაირი შეთქმულების თეორია გამორიცხეთ - ვასილ მაღლაფერიძე გადადგომის შესახებ

გამოქვეყნდა:

ვასილ მაღლაფერიძე არ ადასტურებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობის დატოვება მის პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება. 

მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი ასევე უარყოფს ვერსიას, რომლის თანახმადაც მისი გადადგომა აუდიტის დასკვნას უკავშირდება. მაღლაფერიძის თქმით, მრავალმილიონიანი სახელმწიფო დაფინანსება მაუწყებელში გამჭვირვალედ იხარჯება.

ყველანაირი შეთქმულების თეორია გამორიცხეთ. ერთადერთი, რაზეც მუშაობას გავაგრძელებ, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპატიოა, ტელესკოლაა. ამასაც გავაკეთებ იანვრამდე. იანვრის მერე, შევხედოთ, - განმარტა მაღლაფერიძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის პროფკავშირის თავმჯდომარე, ჟურნალისტი ნინო ზაუტაშვილი კი მაღლაფერიძის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა. მისი თქმით, ბოლო წლებში, არც ერთმა გენერალურმა დირექტორმა არ შეასრულა თავისი მოვალეობა ვადის ბოლომდე.

ეს არის ძალიან ცუდი ტენდენცია. ჩემი აქ მუშაობის ძალიან დიდი ხნის მანძილზე მე ვერ დავასახელებ ვერც ერთ დირექტორს, რომელმაც ბოლომდე შეასრულა თავისი სადირექტორო ვადა. ეს არის 6 წელიწადი, - აღნიშნა ზაუტაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება დღეს, 18 აგვისტოს გაავრცელა. გენერალური დირექტორის პოზიციაზე კი დროებით მისი მოადგილე თინათინ ბერძენიშვილი დაინიშნა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი