
უხვი ნალექის შედეგად, აჭარაში, სოფელ ორთაბათუმში მდინარე ყოროლისწყალი ადიდდა. ადგილიდან ვიდეოს ენმ-ის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრი, მიშა ბოლქვაძე ავრცელებს და აცხადებს, რომ საფრთხე ემუქრება მდინარის კალაპოტში აშენებულ კოტეჯებს ემუქრება.
მდინარის კალაპოტში სულ 60-მდე კოტეჯი დგას, რომლებიც ამჟამად, ბოლქვაძის ცნობით, ცარიელია. ბოლქვაძე ხელისუფლებას სასწრაფოდ მათი დემონტაჟისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მათ ასაშენებლად თავის დროზე ნებართვა კორუფციული გზებით გაიცა.
იხილეთ ამავე თემაზე: