"დაზიანებული იყო"... "ხიდს დაზიანება არ აღენიშნებოდა" | ხაშურის მერის და მაჟორიტარის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები ჩანგრეულ ხიდზე

გამოქვეყნდა:

იყო თუ არა ხაშურში, სოფელ ნაბახტევთან დამაკავშირებელი ჩანგრეული ხიდი დაზიანებული - ხაშურის მერი და ნაბახტევის მაჟორიტარი ამ კითხვას ურთიერთგამომრიცხავი განცხადებებით პასუხობენ. 

ნაბახტევის მაჟორიტარი "ქართული ოცნებიდან", ზაზა სხილაძე ამბობს, რომ ხიდი დაზიანებული იყო:

მდგომარეობა ხიდისა ახლა, პირველ ეტაპზე... ეს ასფალტირება ცალკე პროექტია აბსოლუტურად. ხარჯებში არ არის შესული ამ ხიდის რეაბილიტაცია. და მოხდა შემთხვევით. შემთხვევას წინ ვერ დავუდგებით - ავარიული ხიდი არ ყოფილა. აქ ასფალტირება ხიდზე ზოგადად პროექტშიც კი არ იდო. უბრალოდ თავისი კეთილი ნებით გააკეთეს. დაბლიდან გამოეცალა ჯებირი შემთხვევა ხდება, შემთხვევას წინ ვერავინ დაუდგება... დაზიანებული იყო, - თქვა სხილაძემ.

ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი კი ამბობს, რომ ხიდი დაზიანებული არ ყოფილა. 

ის, რომ ხიდს რაიმე სახის დაზიანება აღენიშნებოდა აქამდე, ეს არის ტყუილი. ბურჯი არავითარ შემთხვევაში, დაზიანებული რომც ყოფილიყო, ეს გვეცოდინებოდა. ასფალტი დაიგო 2021 წელს დაიწყო ეს პროექტი, როგორც მახსოვს და 2022-ში დამთავრდა და მაშინ რეაბილიტაცია ხიდს არ ჩატარებია, არ საჭიროებდა. ტექნიკური შემოწმება ხიდებს უტარდება, რა თქმა უნდა, - ამბობს ჩიტიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი