"თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა, ამ ეტაპზე ისინი უსაფრთხო ადგილას არიან"  | საგარეო

გამოქვეყნდა:

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ისრაელზე თავდასხმის დროს ღაზას სექტორის მიმდებარე ტერიტორიაზე საქართველოს 4 მოქალაქე იმყოფებოდა. უწყების თქმით, ოთხივე მათგანი უსაფრთხო ადგილას იმყოფება.

"აღნიშნული ინფორმაცია გადამოწმდა როგორც ისრაელის მხარესთან, ასევე ხსენებული ოთხი პირიდან ერთ-ერთთან კომუნიკაციის შედეგად.

რაც შეეხება ინტერნეტ სივრცეში გავრცელებულ ფოტომასალას, მიმდინარეობს ავთენტურობის დადგენა და ვიდრე არ გაირკვევა დეტალები, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან გთხოვთ თავი შეიკავოთ," - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ, 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება ჰამასმა აიღო და მას ოპერაცია "ალ-აკსას შტორმი" უწოდა.

სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობა და ოპერაცია "რკინის ხმლების" დაწყება გამოაცხადა.

ისრაელზე ჰამასის თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე 250 ადამიანი და დაიჭრა 1 500-ზე მეტი. ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები, გაიტაცეს და ღაზაში გადაიყვანეს. ეს ინფორმაცია თავდაცვამაც დაადასტურა, თუმცა მძევლების რაოდენობა არ დაუკონკრეტებიათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი