ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს - The Times of Israel

გამოქვეყნდა:

The Times of Israel-ის ცნობით, ღაზის სექტორში მოქმედმა ტერორისტულმა დაჯგუფებებმა ისრაელის სამხრეთით მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო იერიდები წამოიწყეს. შეიარაღებული პირები ქალაქ სდეროთში შეიჭრნენ, სადაც ისრაელის თავდაცვის ძალებს დაუპირისპირდნენ.

თავდასხმის შედეგად დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და დაიჭრა 15.

თავდასხმა ადგილობრივი დროით 7 საათზე დაიწყო, როცა ისრაელის მიმართულებით რადიკალურმა დაჯგუფებებმა ასობით რაკეტა ისროლეს. საჰაერო განგაში ჩაირთო თელ-ავივსა და ღაზის სექტორიდან 70 კილომეტრით დაშორებულ სხვა ქალაქებშიც. 

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ცენტრალურ და სამხრეთ რეგიონში მცხოვრებლებს მოუწოდეს, რომ ბომბსაფარების მახლობლად დარჩნენ. როგორც The Times of Israel იტყობინება, თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი სასწრაფოდ გაემგზავრა თელ-ავივში, უსაფრთხოების ხელმძღვანელებთან კონსულტაციებისთვის.

ცნობისთვის, გასულ დღეს შესრულდა იომ კიპურის ომის დაწყების, ეგვიპტისა და სირიის ისრაელზე თავდასხმის 50 წლისთავი.

განახლება: ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევებზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება "ჰამასმა" აიღო და განაცხადა, რომ მათ ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაცია "ალ-აქსას ქარიშხალი" დაიწყეს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი