ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია ამბობს, რომ საელჩოში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. მისივე თქმით, გუშინ რამდენიმე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ჟვანია ასევე აღნიშნავს, რომ თუ ვინმე ფლობს ინფორმაციას საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე, შეატყობინონ.
"ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე. პრაქტიკულად ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა.
ამ დილით, ადრე, ისრაელის არმიამ კიდევ გამოაცხადა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში. არ ჰგავს არაფერს სხვას, რაც იყო.ამ წუთისთვის 250-ზე მეტი დაღუპული ცხადდება. ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, ყველა დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ.
საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროს სამსახურთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ისრაელის პოლიციასთან. არ არის ასეთი საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი...
საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან...ისე ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამოდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საელჩომ, საქართველოს მთავრობის დახმარებით უზრუნველყო სასტუმროთი. აქ გვყავდნენ ბავშვები, თავიანთ პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, კარგად არიან, უსაფრთხოდ არიან...თუ ვინმე ინფორმაციას ფლობს, საქართველოს რომელიმე მოქალაქეზე გთხოვთ, რომ შეგვატყობინოთ, " - ამბობს ჟვანია.
მისივე თქმით, ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს:
ასევე ნახეთ: