"ლარი ხელოვნურ სუნთქვაზეა" - ეროვნული ვალუტა ისევ უფასურდება

გამოქვეყნდა:

ლარი ისევ გაუფასურდა. დღეს, 19 აგვისტოს, სავლუტო ჯიხურებში, 1 დოლარის ღირებულება,  3 ლარი და 7 თეთრია. 1 ევრო კი 3 ლარი და 66 თეთრი ღირს.

ეკონომისტებისა და ანლიტიკოსების ვარაუდი, როგორც ჩანს, მართლდება და შემოდგომის მოახლეობასთან ერთად, ეროვნული ვალუტა სულ უფრო უფასურდება.

ის, რომ 100%-ით არის ფასდაკარგული ლარი, ეს მხოლოდ და მხოლოდ, შეიძლება მიეწეროს არასწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაშია. "ქართული ოცნება" ვერც კი ხვდება, რომ მისი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია ეს ყველაფერი, რაც გვაქვს. ამიტომ, დიდი იმედი იმის, რომ ლარი გამყარდება, არ მაქვს, - ამბობს ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი.

ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, საწვავის ფასიც მკვეთრად იზრდება. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი ამბობს, რომ ბოლო დროს საწვავის ფასმა 40 თეთრამდე მოიმატა.

იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რომელიც საერთაშორისო ფასთან მიმართებაში არის მიმდინარე ეტაპზე, რა თქმა უნდა, ფასების დასტაბილურებაზე საუბარი ვერ იქნება, - განმარტა მთვრალაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი