40 ათასი ლარი ვინც მიიღო, რატომ ხმას არ იღებს? - სამგორის გამგებლის მოადგილე ვარკეთილის ბაზრობის მოვაჭრეებს

გამოქვეყნდა:

ხმაურია ვარკეთილის ბაზრობის მიდებარე ტერიტორიაზე. დამწვარი ბაზრის მოვაჭრეები ზარალის ანაზღაურებასა და მუშაობის აღდგენას ითხოვენ.

მოვაჭერეების თქმით, 2 თვის წინ მომხდარი ხანძრის შემდეგ მათ დახმარება არ მიუღიათ, ბაზრის ადმინისტრაცია კი დახლებთან დაბრუნების უფლებას არ აძლევს. 

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენელიც მივიდა, რომელიც მოვაჭრეებს უმტკიცებდა, რომ მათ კომპენსაცია უკვე გადაუხადეს.

შეცდომაში ნუ შეგყავთ ხალხი. დაზღვევა დაეხმარა ყველას. 40 და 30 ათასი ლარი ვინც მიიღო, რატომ არ გამოდის და ხმას არ იღებს? დოკუმენტაცია ვისაც ჰქონდა მოწესრიგებული, ყველამ მიიღო თანხა, - ირწმუნება სამგორის გამგებლის მოადგილე სოსო ბურდულაძე.

მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოვაჭრეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.

შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის ბაზარი 16 ივნისს დაიწვა. ინციდენტმა ათობით მოვაჭრე შემოსავლის გარეშე დატოვა. დაზარალებულებმა დახმარების მოთხოვნით,  საპროტესტო აქცია,  28 ივლისსაც გამართეს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი