ისრაელიდან დამატებითი რეისი 12 ოქტომბერს დაინიშნა - ჯორჯიან ეარვეისი

გამოქვეყნდა:

"ჯორჯიან ეარვეისის" განცხადებით, დამატებითი რეისი ისრაელიდან 12 ოქტომბერს, ისრაელის დროით 17:40 საათზე დაინიშნა.

მანამდე ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ 11 ოქტომბერს დანიშნულ დამატებით რეისზე ყველა ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა. საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ სამშობლოში დაბრუნების მსურველი ბერვია, თუმცა ბილეთები აღარ იშოვება.

ცნობისთვის, არაერთმა ქვეყანამ საკუთარი მოქალაქეები ისრაელიდან გამოიყვანა. საქართველოს ხელისუფლება ევაკუაციას არ გეგმავს. 

"ჯორჯიან ეარვეისის" ბილეთების შესაძენად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.georgian-airways.com.

ისრაელში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზი მოქმედებს შემდეგ ნომრებზე:

  • +972526919092; 
  • +972 52-8888513
  • +972 54-7386813
მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი